• Geo
  • Eng
08.06.2016
ეროვნულმა ესპანეთი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მადრიდში, მასპინძელსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან- ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ხეტაფეს ალფონსო პერესის სახელობის სტადიონზე ჯვაროსნებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები. გოლი პირველი ტაიმის მიწურულს თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა, საგოლე გადაცემა კი ნაკრების დინამოელმა დებიუტანტმა- ჯაბა ჯიღაურმა ჩაიწერა თავის აქტივში. საქართველოს ნაკრების სლოვაკმა თავკაცმა- ვლადიმერ ვაისმა სასტარტო განაცხადში ჯიღაურის გარდა დინამოელები- ალექსანდრე ამისულაშვილი (კაპიტანი) და უჩა ლობჟანიძე გაამწესა. მეორე ტაიმში კი მოედანზე დედაქალაქელთა ფორვარდი- გიორგი ქვილითაიაც შეუშვა. სათადარიგო სკამზე გახლდათ- ვახტანგ ჭანტურიშვილი.

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024