დინამომ საქართველოს თასის პირველი ნახევრფინალური შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგო. დინამო არენაზე თბილისელებმა საჩხერის ჩიხურას სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. ვახო ჭანტურიშვილმა და ჯაბა ჯიღაურმა შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმებით დალაშქრეს დინო ჰამზიჩის კარი. მესამე გოლი გიორგი ქვილითაიამ ტექნიკური თამაშის ხარჯზე გაიტანა. დინამო TV ჩატარებული ნახევარფინალის ვიდეო მიმოხილვას გთავაზობთ.