დინამო არენაზე დასრულებული საქართველოს თასის ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ, რომელშიც თბილისელებმა საჩხერის ჩიხურას 3:0 მოუგეს, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე სოსო ფრუიძე და იურაი იარაბეკი წარდგნენ.
სოსო ფრუიძე: ვულოცავ ჩემს ოპონენტს ამ გამარჯვებას. რთულია დინამოსთან თამაში. ვფიქრობ ჩვენი მაქსიმუმი საჩხერეში ვაჩვენეთ და როგორც გამოჩნდა მეორე თამაშისთვის ძალების აღდგენა ვეღარ შევძელით.
იურაი იარაბეკი: შეხვედრა საჩვენო რეზულტატით დავასრულეთ. მადლობა უნდა ვუთხრა ბიჭებს კარგი თამაშისთვის. მეორე ნახევარი განსაკუთრებით მომეწონა და გოლებიც ლამაზი გამოვიდა. ასევე მეტოქის მეკარემ რამდენიმე მომენტში იხსნა თავისი გუნდი.