• Geo
  • Eng
11.06.2016
დინამოს სავარაუდო მეტოქეები

საქართველოს 16 გზის ჩემპიონი 2016/2017 წლების ევროსეზონისთვის რამდენიმე დღეში დაიწყებს მზადებას. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამოს სავარაუდო მეტოქეები იქნებიან: დუდელანჟი /ლუქსენბურგი/, ჟალგირისი /ლიტვა/, ჰაპოელ ბეერ შევა /ისრაელი/, ოლიმპია ლიუბლიანა /სლოვენია/, ვარდარი /მაკედონია/, ნორჩოპინგი /შვედეთი/, ფერენცვაროში /უნგრეთი/, კრუსეიდერსი /ჩრ. ირლანდია/, ზრინსკი /ბოსნია და ჰერცოგოვინა/, დანდლოკი /ირლანდია/, მლადოსტ პოდგორიცა /მონტენეგრო/, სეიაოენი /ფინეთი/, პარტიზან ტირანა /ალბანეთი/, ლიეპაია /ლატვია/.

მეორე რაუნდის მონაწილე გუნდებს, პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში გამარჯვებული 4 კლუბი დაემატება. წილისყრა კი 20 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024