კვირას, 24 აპრილს დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონატის 26- ე ტურის შეხვედრას ფოთში გამართავს. თბილისელთა მეტოქე ფოთის კოლხეთი იქნება, მატჩი კი პარკი არენაზე გაიმართება.
24 აპრილს დინამოს თავის ისტორიაში 7 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 4 შეხვედრა ეროვნულ ასპარეზზე და 3 მატჩიც საბჭოთა პირველობაზე. თბილისელებმა 2- ჯერ იმარჯვეს, ერთხელ დამარცხდნენ, ხოლო 4 დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით დასრულდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 6/6 დინამოს სასარგებლოდ.
1955 წელს დინამოელები კუიბიშევში ადგილობრივ კრილია სოვეტოვს უგოლოდ დაცილდნენ. 1971 წელს ჩვენი გუნდი მინსკში თანაკლუბელებს შეხვდა და ფრედ 1:1 ითამაშა. გოლი გოჩა გავაშელმა გაიტანა. 1978 წელს მოსკოვში ადგილობრივი და ჩვენი დინამოს შეხვედრა ასევე ფრედ 1:1 დასრულდა. თავის გამოჩენა რამაზ შენგელიამ მოახერხა.
1997 წელს დედაქალაქელებმა გორის დილას ლევან ხომერიკის გოლით 1:0 აჯობეს. 2004 წელს თბილისური დერბი ლოკომოტივთან გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. 2010 წელს დინამომ ვიტ ჯორჯია დაამარცხა 2 უპასუხო ბურთით. ჯორჯ აკირემმა აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. 2015 წელს თბილისელები ცხინვალთან 1:4 დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი მათე ცინცაძემ გაიტანა.