• Geo
  • Eng
21.03.2016
დინამოს დუბლებს ლევან გვანცელაძე უხელმძღვანელებს

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის საპრესკონფერენციო დარბაზში, აკადემიის ბულგარელმა ხელმძღვანელმა- ვესელინ ბრანიმიროვმა დუბლების ფეხბურთელებს ახალი მთავარი მწვრთნელი- ლევან გვანცელაძე წარუდგინა. ლევანი დინამოს 17 წლამდელთა გუნდს წვრთნიდა, რომელიც ჭაბუკთა ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფება. მას სარეზერვო გუნდთან მუშაობაში ასისტენტობას გიორგი შაშიაშვილი გაუწევს. უახლოეს შეხვედრას ჩვენი დუბლები 25 მარტს ბენდელას სტადიონზე საბურთალოს წინააღმდეგ ჩაატარებენ. დავით ჭიჭვეიშვილი და გიორგი ონიანი კი დინამოს აკადემიაში გააგრძელებენ მწვრთნელობას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024