• Geo
  • Eng
26.04.2016
დინამოელები 26- ე ტურის სიმბოლურში

სპორტული გამოცემა ლელო ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს.

 

საქართველოს 27- ე ეროვნული ჩემპიონატის 26- ე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ თბილისური გუნდიდან ორი ფეხბურთელი- ბრაზილიელი ცენტრალური მცველი რენე ფერეირა (2) და ჩვენი გუნდის კაპიტანი ალექსანდრე იაშვილი (10) შეიყვანა. კოლხეთთან 3:1 მოგებულ შეხვედრაში რენე ფერეირამ საგოლე შეტევა წამოიწყო და იაშვილის პასით თავადვე შედეგიანად დააგვირგვინა. ალექსანდრე იაშვილმა კი ზემოთხსენებულის გარდა, საგოლე პასით ჯაბა ჯიღაურიც მოამარაგა.

 

სპორტულმა გამოცემამ 26- ე ტურის მწვრთნელად დინამოელთა სლოვაკი თავკაცი- იურაი იარაბეკი (2) გამოარჩია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024