• Geo
  • Eng
24.04.2016
მეთექვსმეტე ჩემპიონობა

დღეს ფოთში, პარკი არენაზე საქართველოს 27- ე ჩემპიონატის 26- ე ტურის შეხვედრაში ადგილობრივმა კოლხეთმა დინამო თბილისი მიიღო. შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, ამას მშვენიერმა ამინდმა და პარკი არენას სავსე ტრიბუნებმაც ხელი შეუწყო. მე- 8 და მე- 10 წუთებზე ორივე გუნდმა კარში არცთუ სახიფათო დარტყმები გაცვალეს. მასპინძელთაგან უკრაინელი ლეგიონერი ვლადიმირ კორობკა აქტიურობდა, ხოლო სტუმართა შემადგენლობიდან ბრაზილიელი ლეგიონერი რენე ფერეირა. ორივე დარტყმული მეკარეებმა გაჭირვების გარეშე მოიგერიეს. მე- 12 წუთზე კი ოთარ კიტეიშველზე იუხეშეს და პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი ჩემპიონატის ბომბარდირმა გიორგი ქვილითაიამ უნაკლოდ შეასრულა და გახსნა ანგარიში. ქვილითაიამ პირველობაზე თავისი მე- 20 გოლი გაიტანა. ცოტახანში ვახო ჭანტურიშვილის დარტყმულს დააკლდა ძალა. მატჩის 24- ე წუთზე თბილისელებმა მეორედ აიღეს ფოთელთა კარი. ალექსანდრე იაშვილის მარცხენა ფრთიდან ჩაწოდებული ბურთი, ზუსტი დარტყმით კარში ჯაბა ჯიღაურმა გადაგზავნა 0:2. ტაიმის შუაში ალექსანდრე იაშვილმა ითამაშა ტექნიკურად, ლამაზი ილეთით გვერდი აუარა ვიზავის, თუმცა დარტყმული არაზუსტი გამოდგა. ცოტახანში უკვე კოკა სეფიაშვილმა მოიგერია ჩვენი კაპიტნის დარტყმული. მომდევნო ეპიზოდში ვახო ჭანტურიშვილის ძლიერი დარტყმისგან გადაარჩინდა კოლხეთის კიპერმა თავისი გუნდის კარი. პირველი ნახევრის ბოლო წუთებზე მასპინძლებმა ორჯერ დაარტყეს საჯარიმო სტუმართა კარისკენ, თუმცა ორივე დიდი მანძილით აცდა გიორგი ბეგაშვილის კარს. ტაიმი მაღალ ტემპში და დინამოელთა უპირატესობით წარიმართა. მეორე ტაიმი დინამომ ცვლილებით გახსნა. ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად მოედანზე მიკელ ალვარო შევიდა. ალექსანდრე იაშვილმა კი შორი მანძილიდან გაისროლა, ბურთი ნახტომში სეფიაშვილმა მოიგერია. მეორე ტაიმი პირველისგან განსხვავებით ოდნავ დაბალ რიტმში წარიმართა. სტუმრებმა მთელ მოედანზე ბურთზე კონტროლი დააწესეს. 71- ე წუთზე თბილისელებმა მასპინძლები კონტრშეტევაზე დაიჭირეს და რენე ფერეირამ სამამდე გაზარდა დინამოს უპირატესობა. ოთხ წუთში დინამოს კარში დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც ომარ გოგონაიამ გოლად გარდასახა 1:3. მომდევნო შეტევაში კი ვახო ჭანტურიშვილის უძლიერეს დარტყმულს მცველმა შეუცვალა მიმართულება და კუთხურზე მოიგერია ბურთი.  79- ე წუთზე მიკელ ალვაროს უძლიერესი დარტყმული მოიგერია სეფიაშვილმა, დამატებაზე ნიკა გელაშვილი თამაშობდა, მისი დარტყმული კარის ბადეს გარედან მოხვდა. ერთ წუთში სეფიაშვილმა კიდევ ერთხელ მოიგერია გელაშვილის დარტყმული, რომელიც ერთი ერთზე იყო მასთან გასული. საბოლოოდ ლურ თეთრებმა 3:1 იმარჯვეს.

 

ამ გამარჯვებით დინამო პირველობის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა და საქართველოს საუკეთესო გუნდის სახელი მე- 16 დაიმსახურა. 30 აპრილს 27- ე ტურის შეხვედრაში დინამო სამტრედიას უკვე ჩემპიონის სტატუსით ეწვევა.

 

კოლხეთი  1:3  დინამო

გოლი: 0:1 ქვილითაია (პენ) 13’   0:2 ჯიღაური 24’  0:3 რენე 71’  1:3 გოგონაია (პენ) 75’ 

გაფრთხილება: გოგონაია 12’  ლემონჯავა 15’  ჯიღაური 41’  ჟიშკარიანი 73’ 

კოლხეთი: სეფიაშვილი, ზ. თევზაძე, თუხარელი (კვარაცხელია 67), ლ. კაკულია (კილასონია 56), სიჭინავა (ქებურია 60), პოლიულიახი, ჟიშკარიანი, კორობკა, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, გოგონაია

დინამო: ბეგაშვილი, კაკაბაძე, უ. ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი, პარუნაშვილი, ჯიღაური (არაბული 76), ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი (ალვარო 46), იაშვილი, ქვილითაია (გელაშვილი 63)

მსაჯი: ლ. კვარაცხელია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024