დინამოს მეორე შემადგენლობამ ბოლო ორი მარცხის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა. გათამაშების ლიდერ გარეჯთან აღებული 3 ქულის შემდეგ დინამოელებმა ვიტ ჯორჯიასთან და ფოთის კოლხეთთან დათმეს მატჩები, დღეს კი თანაქალაქურ მერანს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 3-0 დაამარცხეს მეტოქე.
დინამოს აკადემიის მოედანზე გამართული მატჩი მთლიანად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში ტაიმის შუაში ნიკა სიხარულაშვილმა გახსნა. ნიკა ცეცხლაძემ 65-ე წუთზე ორამდე გაზარდა დინამოელთა უპირატესობა, ხოლო 20 წუთის შემდეგ შეხვედრაში წერტილი სადებიუტო გოლით, გუნდის ახლწვეულმა ჯოზეფ იენჯოკმა დასვა 3-0.
მომდევნო, 25-ე ტურის შეხვედრას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 1 სექტემბერს ბოლნისში, ადგილობრივ სიონთან ჩაატარებს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი