დღეს თელავში, კავკასიონი არენამ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის შეხვედრა მიიღო, რომელშიც თელავმა დინამოს უმასპინძლა.
მატჩი ორივე გუნდმა საშუალო რიტმში დაიწყო, ხოლო პირველ ათ წუთში გუნდებმა ორი ნახევრადსახიფათო მომენტიც გაცვალეს. მე-18 წუთზე ამარ ბეგიჩის ძლიერად დარტყმული პირველ რეალურ სახიფათო მომენტად შეიძლება ჩაითვლოს, ბურთმა ახლო მანძილში ჩაუარა სტუმართა კარს. მომდევნო შეტევაში კი ანგარიშიც გაიხსნა, დედაქალაქელთა დაცვის ხაზის შეცდომით ზუსტად ჟონელ დეზირემ ისარგებლა 1-0. მომდევნო შეტევაში დინამოელთა მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ხელზე მოხვდა ამარ ბეგიჩს, რაც ვარ-ზე გადამოწმდა და მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად გიორგი ხარაიშვილმა შეასრულა 1-1. თავად სათამაშო უპირატესობა თელაველთა მხარეს გადავიდა და კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა სტუმართა კართან. ტაიმი ფრედ დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარი უკვე დინამოელთა შეტევებით განახლდა და დებიუტშივე დავიდ იურჩენკომ იხსნა თელაველთა კარი. 58-ე წუთზე თელაველთა სწრაფი შეტევა და ირაკლი რუხაძემ მახვილი კუთხიდან მეორედ დააწინაურა თელავი 2-1. იურჩენკომ მასპინძელთა კარი გიორგი მაისურაძის ძლიერი დარტყმის შემდეგაც იხსნა. მატჩის 81-ე წუთზე დინამოელთა შეტევა შეცვლაზე შემოსულმა მუსა სანგარემ შედეგიანად დაასრულა. მან საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა და დედაქალაქელთა მაისურით სადებიუტო გოლიც გაიტანა 2-2. მატჩის 90-ე წუთზე პენალტი უკვე დინამოს კარში დაინიშნა, დავით კერესელიძემ კი ჯეფერსონ ჯერალდოს არ გაატანინა. მსაჯმა შეხვედრას 7 წუთი დაამატა. ისევ მუსა სანგარე მარცხენა ფრთაზე და თელაველთა კარი ძელმა იხსნა. საბოლოოდ შეხვედრა საყაიმო ანგარიშით 2-2 დასრულდა.
მომდევნო შეხვდრას ანდრეს კარასკოს გუნდი გორში გამართავს. 29 აგვისტოს, მე-19 ტურის გადადებულ მატჩში დილა დინამოს უმასპინძლებს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი