მინდა გამოვეხმაურო დღევანდელი მატჩის მოვლენებს. ის რაც დღეს სამტრედიაში მატჩამდე, უშუალოდ მატჩის დროს და შემდეგ ხდებოდა, არის ქართული ფეხბურთისთვის დამღუპველი.
ჩვენ აქამდე არასდროს სამსაჯო კორპუსის ქმედებებზე კომენტარი არ გაგვიკეთებია, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში მსაჯის მოქმედებას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ზღვარგადასული. არსენ ნონიკაშვილს თამაშის სადავეები დასაწყისიდანვე გაექცა ხელიდან, რამაც შექმნა უსიამოვნო ემოციური ფონი და შემდეგ ეს უარყოფითი მუხტი უშუალოდ მოედანზე და ტრიბუნების მოქმედებაზეც აისახა.
დღევნდელი დღე ჩვენი ფეხბურთისთვის იყო უკან გადადგმული ნაბიჯი და იმედია მსგავს შემთხვევებს შემდგომში ადგილი არ ექნება. მეტოქეს კი ვულოცავ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში.
- დინამო თბილისის გენერალური დირექტორი მიხეილ ხუციშვილი