დინამოს 17 წლამდელთა გუნდმა დღეს 27- ე ტურის მატჩი ცხინვალთან გამართა. ავაზას სტადიონზე ჩატარებული ჭაბუკთა ლიგის შეხვედრა, ვლადიმერ კაკაშვილის გუნდის უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით 3:0 დასრულდა. გოლები ცხინვალის კარში ხარშილაძემ, ერგემლიძემ და აბულაძემ გაიტანეს. 17 წლამდე დინამოელები აღმოსავლეთ ზონის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან.
ცხინვალი U17 0:3 დინამო U17
დინამო U17: ისიანი, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ძოწენიძე, კალხიტაშვილი, ყურაშვილი, ხარშილაძე, კუცია, ერგემლიძე, ფოჩხუა, სეიდოვი
შეცვლაზე შევიდნენ: ნაჭყებია, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, ღვინიაშვილი, უგრეხელიძე, აბულაძე