• Geo
  • Eng
26.06.2016
მარცხი ლუდოგორეცთან

დინამომ ავსტრიული შეკრების მეორე სპარინგი ბულგარეთის ჩემპიონ- ლუდოგორეცთან გამართა. შეხვედრა დაბა იენბახში გაიმართა. პირველი ტაიმს, რომელმაც მეტოქე გუნდის უპირატესობით ჩაიარა, თან ძლიერი წვიმა ახლდა. მოედანი საკმაოდ დამძიმებული იყო რასაც გაორმაგებული ორთაბრძოლები მოჰყვა. შეხვედრის 27- ე წუთზე ლუდოგორეცის შემტევმა- კაფუმ ტექნიკური დარტყმით თავზე გადაატარა მეკარეს ბურთი და გახსნა ანგარიში. 33- ე წუთზე კაფუმ დუბლი გაიფორმა 0:2. ტაიმის ბოლოს ჯარიმა დაინიშნა ბულგარელთა კარის მიმართულებით, მათე ცინცაძის ძლიერად დარტყმული ბურთი კი კარის ძელმა მოიგერია. მეორე ტაიმში წვიმამ გადაიღო და ნაწილობრივ მზემაც გამოანათა. იურაი იარაბეკმა ერთბაშად ექვსი ცვლილება განახორციელა და მოედანზე ლომაია, ამისულაშვილი, ველევი, ალვარო, ჭანტურიშვილი და ქვილითაია შეუშვა. მეორე ტაიმი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ 61- ე წუთზე ჟუნიორ კიშადამ საჯარიმოს მისადგომიდან აუღებლად დაურტყა გიორგი ლომაიას 0:3. 15 წუთში მიკელ ალვარომ ჩაახვია სახიფათოდ საჯარიმოდან, თუმცა ბოლო წამს მეკარემ ივარგა და კუთხურზე მოიგერია ბურთი. თბილისელებს კიდევ ჰქონდათ რამდენიმე მცდელობა, მაგრამ კარის აღება  ვერ მოახერხეს და მატჩიც დასრულდა. შემდეგ სპარინგს იურაი იარაბეკის გუნდი 29 ივნისს მაქაბი ჰაიფასთან გამართავს.

 

დინამო  0:3  ლუდოგორეცი

დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე (c), ჭელიძე, რენე, შპიჩიჩი, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, კურიე, კიტეიშვილი, გელაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ლომაია, თევზაძე, ამისულაშვილი, ჭანტურიშვილი, ველევი, ალვარო, ქვილითაია, ვოლკოვი, მიქელთაძე

ლუდოგორეცი: ბორჯანი, სისინიუ, პლასტუნი, მოტი, მინევი, საშა, დიაკოვი (c), ლუკოკი, ვანდერსონი, მარსელინიუ, კაფუ

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024