სპორტულმა გაზეთმა ლელომ საქართველოს პირველობის 29- ე ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა. რჩეულ თერთმეტ ფეხბურთელში, გამოცემამ ორი დინამოელი შეიყვანა. საბა ლობჟანიძე, რომელმაც ბოლნისის სიონთან გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი და გიორგი თევზაძე (3), რომელმაც მთელი შეხვედრა მაღალ დონეზე წარმართა.