ჭაბუკთა ლიგაში დინამოელებმა მორიგი მატჩები გამართეს. 15 წლამდელებმა საჩხერის ჩიხურას ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს. თავის გამოჩენა გულდედავამ, ჯიჭონაიამ, ჩეკურიშვილმა, კვარაცხელიამ და ვაწაძემ მოახერხეს. 27 მატჩიდან ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა 22- ე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხილის პირველ ადგილზე იმყოფება. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა ასევე დიდი ანგარიშით 6:0 აჯობეს თანატოლ საჩხერლებს. ორი გოლი ლურსმანაშვილმა გაიტანა, თითო კი ცერცვაძემ, ერგემლიძემ, კუციამ და გურასაშვილმა. 28 შეხვედრიდან ასევე 22 გამარჯვებით ჩვენი 17 წლამდელებიც სატურნირო ცხრილში ლიდერობენ.
დინამო U15 5:0 ჩიხურა U15
დინამო U15: მამარდაშვილი, გაბელაია, ბ. ხარშილაძე, ცანავა, შარაძე, ბერიაშვილი, კვარაცხელია, გულდედავა, იაკობიძე, ჯიჭონაია, ჩიქოვანი
შეცვლაზე შევიდნენ: კარანაძე, ჩეკურიშვილი, ქობულაძე, ვაწაძე
დინამო U17 6:0 ჩიხურა U17
დინამო U17: ისიანი, ნაჭყებია, ძოწენიძე, კალხიტაშვილი, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, ხარშილაძე, ღვინიაშვილი, ერგემლიძე, კუცია, სეიდოვი
შეცვლაზე შევიდნენ: ქავთარაძე, დიდებაშვილი, აზმაიფარაშვილი, თაგვაშვილი, გურასაშვილი, უგრეხელიძე, აბულაძე