• Geo
  • Eng
15.05.2016
საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრებმა ბანნიკოვის ტურნირი მოიგო

საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრები უკრაინაში დასრულებული ვიქტორ ბანნიკოვის მემორიალური ტურნირის გამარჯვებული გახდა. დღეს ფინალში ჭაბუკმა ჯვაროსნებმა ისრაელის ნაკრები დაამარცხეს. ფინალის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ჯვაროსნებმა 4:2 იმარჯვეს. გურამ ასპინძელაშვილს ნაკრების შემადგენლობაში რვა დინამოელი (დიმიტრი ბულისკერია, საბა გაბედავა, ანზორ მექვაბიშვილი, თამაზ ბაბუნაძე, არჩილ ბასარია, ბექა დარცმელია, ლევან ხარაბაძე და ზუკა დავითაშვილი) ჰყავდა გამოძახებული. ფინალამდე ჭაბუკთა ნაკრებმა ფრედ 0:0 ითამაშა ჩეხეთთან. 1:0 აჯობა ლატვიას და 4:0 მოლდოვას, რომელსაც სამი გოლი დინამოელებმა- დარცმელიამ, დავითაშვილმა და ბაბუნაძემ გაუტანეს. ფინალში კი მექვაბიშვილმა გამოიჩინა თავი. ტურნირის საუკეთესო მეკარის პრიზი დინამოელმა- დიმიტრი ბულისკერიამ მოიპოვა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024