• Geo
  • Eng
18.05.2016
ვახო ჭანტურიშვილი - ფინალის საუკეთესო მოთამაშე

დასრულებული ფინალის შემდეგ, რომელშიც დინამო თბილისმა ბოლნისის სიონს 1:0 აჯობა და თავის ისტორიაში მეცამეტედ დაეუფლა დავით ყიფიანის სახელობის ტროფეის, ორგანიზატორებმა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე დაასახელეს. ეს პატივი და სამახსოვრო ჯილდო ჩვენი გუნდის 77- ე ნომერს- ვახო ჭანტურიშვილს ხვდა წილად, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ერთადერთი და გამარჯვების გოლი, ლამაზი და ტექნიკური დარტყმით გაიტანა ბოლნისის სიონის კარში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024