• Geo
  • Eng
17.05.2016
დინამოს მე- 15 ფინალი

ოთხშაბათს 18 მაისს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დინამო მე- 15 ფინალს ითამაშებს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისელებს მეტოქეობას ბოლნისის სიონი გაუწევს. აღსანიშნავია, რომ ფინალური მატჩს პირველად მასპინძლობს ქუთაისი.

თბილისელთათვის ეს იქნება 159- ე მატჩის საქართველოს თასის ისტორიაში. წარმატების შემთხვევაში დედაქალაქელები 107- ე გამარჯვებას მოიპოვებენ, ხოლო ტროფეის მეცამეტედ აღმართავენ. დინამოელებს 380 გოლი აქვთ გატანილი 102- ის წინააღმდეგ. იურაი იარაბეკს კი აქვს შანსი გახდეს მეოთხე უცხოელი მწვრთნელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რომელსაც ექნება მოპოვებული ყიფიანის სახელობის თასი.

დინამო და სიონი 2003 წელს საქართველოს მე-13 თასის ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს. თბილისელებმა ის მატჩი 3:1 მოიგეს. გოლები ბოლნისელთა კარში ოთარ ხიზანეიშვილმა, ვიტალი დარასელია უმცროსმა და მატჩის საუკეთესო მოთამაშემ - გიორგი ანჩაბაძემ გაიტანეს. ბოლნისელთა მხრიდან თავი შალვა ისიანმა გამოიჩინა.

მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა სიას ჩვენი გუნდის ფორვარდი- გიორგი ქვილითაია 5 გატანილი გოლით უდგას სათავეში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024