დინამომ ეროვნულ ასპარეზზე მეთხუთმეტედ მიიღო ეროვნული თასის ფინალში მონაწილეობა და მეცამეტედ მოიპოვა ტროფეი. თბილისელებმა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 7000 მაყურებლის თვალწინ ვახო ჭანტურიშვილის ულამაზესი გოლით 1:0 დაამარცხეს ბოლნისის სიონი. დინამო TV ჩატარებული გადამწყვეტი მატჩის ვიდეო მიმოხილვას გთავაზობთ.