ძვირფასო გულშემატკივრებო, მსურს გულითადათ მოგილოცოთ დინამოს წარმატება განვლილ საფეხბურთო სეზონში. კლუბმა ღირსეულად შეასრულა შიდა არენაზე დასახული მიზნები - მოიპოვა რა ქვეყნის ჩემპიონობა და თასი, რითაც შეასრულა მეათე დუბლი ეროვნულ ასპარეზზე. ვულოცავ ჩვენს ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და კლუბის ყველა თანამშრომელს. მჯერა, რომ ქართულ საფეხბურთო ოჯახში მოსალოდნელი სასიკეთო ცვლილებები აუცილებლად აისახება დინამოს წინსვლასა და განვითარებაზე. წარმატებული დინამო კი ყოველთვის იყო ძლიერი ქართული ფეხბურთის საწინდარი.
დინამო თბილისის პრეზიდენტი - რომან ფიფია