• Geo
  • Eng
20.05.2016
6 დინამოელი ეროვნულ ნაკრებში

საქართველოს ეროვნული ნაკრები 24 მაისს შეკრებაზე ავსტრიაში გაემგზავრება და ლინცთან ახლოს დაბანაკდება. ჯვაროსნები 27 მაისს ქალაქ ველსში სლოვაკეთის ნაკრებს გაეჯიბრებიან, 3 ივნისს ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებს ესტუმრებიან და 7 ივნისს მადრიდში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან. ვლადიმერ ვაისმა ამ მატჩებისთვის 6 დინამოელი იხმო. ეროვნული ნაკრების ფორმას ალექსანდრე ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე, ოთარ კაკაბაძე, ჯაბა ჯიღაური, ვახტანგ ჭანტურიშვილი და გიორგი ქვილითაია მოირგებენ. აღსანიშნავია, რომ ჯიღაური და ჭანტურიშვილი პირველად არიან ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულნი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024