დინამო თბილისმა 27- ე ჩემპიონატის ბოლო მატჩი ჩაატარა, ქობულეთის შუქურას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 88- ე წუთზე ვახო ჭანტურიშვილმა გაიტანა შუქურას კარში. ალექსანდრე იაშვილმა კი კარიერაში ბოლო ოფიციალური მატჩი ჩაატარა და გულშემატკივარს გამოეთხოვა. დინამო TV ჩატარებული მატჩის ვიდეო სიუჟეტს გთავაზობთ.