დღეს დინამო არენამ საქართველოს 27- ე ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას უმასპინძლა. ჩემპიონმა და თასის მფლობელმა ქობულეთის შუქურა მიიღო. დღევანდელი მატჩი იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ თავისი ბოლო ოფიციალური შეხვედრა გამართა დინამოელტა კაპიტანმა- ალექსანდრე იაშვილმა. იაშკამ ლურჯ-თეთრი ფორმით 113 მატჩი გამართა და 90 გოლი გაიტანა მეტოქეთა კარში. დაპირისპირების დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის კაპიტანს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და დინამო თბილისის პრეზიდენტებმა სამახსოვრო ჯილდოები გადასცეს.
მატჩში კი პირველი სახიფათო შეტევა ოთარ კაკაბაძის ჩამოწოდებულის მერე შეიქმნა. ბურთს ნიკოლოზ გელაშვილმა წამით ვერ მიუსწრო. დინამოელები პირველივე წუტებიდან დაეუფლნენ უპირატესობას და მიჯრით რამდენიმე კუთხურიც მოაწოდეს. მე-15 წუთზე ალექსანდრე იაშვილის დარტყმული საჯარიმო აზამატ ჯიოევმა მოიგერია. მატჩის მე-19 წუთზე კი უკვე თბილისელთა კარი გადარჩა ლაშა ჩალაძის დარტყმის შემდეგ. ბურთი ხარიხას მოხვდა. 38- ე წუთზე ალექსანდრე იაშვილმა თავად მოიპოვა ბურთი, ცრუ მოძრაობით ჩამოიტოვა მეტოქე, დარტყმისას კი სიზუსტე აღარ ეყო. პირველი ტაიმი მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში გიორგი ბეგაშვილმა ერთი ერთზე გასულ მერაბ ურიდიას არ დაანება გატანა. 67- ე წუთზე ქობულეთელთა კიპერმა ჯაბა ჯიღაურის უძლიერესი დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი უჩა ლობჟანიძე არტყავდა თუმცა არაზუსტად. ცოტახანში მიკელ ალვარომ რეალური მომენტი გაუშვა ხელიდან, როდესაც ახლო მანძილიდან კარს ზემოთ გაგზავნა ბურთი. მომდევნო შეტევასი ჭანტურიშვილის თავით დარტყმული ბურთი მცველმა გამოიტანა ცარიელი კარიდან. შეხვედრის 79- ე წუთზე ლევან გეგეჭკორის ძლიერი დარტყმული მოიგერია გიორგი ბეგაშვილმა, რის შემდეგაც უკვე სტუმართა მეკარემ ივარგა, როცა ჯაბა ჯირაურის დარტყმული მოიგერია. 88- ე წუთზე დინამოელებმა მაინც მოახერხეს გოლის გატანა. ალექსანდრე იაშვილის გადაცემის შემდეგ ზუსტად- ვახტანგ ჭანტურიშვილმა ითამაშა 1:0. საბოლოოდ თბილისელებმა იმარჯვეს, ტურნირი 76 ქულით დაასრულეს და ოქროს მედლებიც ირგუნეს. დედაქალაქელებმა გამარჯვება თავის ერთგულ გულშემატკივართან ერთად აღნიშნეს.
დინამო 1:0 შუქურა
გოლი: 1:0 ჭანტურიშვილი 88’
გაფრთხილება: ჭანტურიშვილი 31’ მოსიაშვილი 80’
დინამო: ბეგაშვილი, უ. ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე, კაკაბაძე, პარუნაშვილი (ცინცაძე 72), ჯიღაური, კიტეიშვილი (ალვარო 60), ჭანტურიშვილი, იაშვილი, გელაშვილი (ქვილითაია 56)
შუქურა: ჯიოევი, კომახიძე, ჩალაძე, ბრაჭული, ჩიჩუა, გეგეჭკორი, პუკანიჩი, მოსიაშვილი, დოლიძე, ურიდია, ლობჯანიძე (ჭანუყვაძე 84)
მსაჯი: გიორგი ვარდიძე