• Geo
  • Eng
06.04.2016
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული ოცდამესამე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც თბილისელებმა ქუთაისის ტორპედოს 2:1 მოუგეს, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე გიორგი სუხიაშვილი და იურაი იარაბეკი წარდგნენ.

 

გიორგი სუხიაშვილი: სანახაობრივად კარგი თამაში გამოვიდა. ორივე გუნდი შეტევაზე იყო ორიენტირებული. ჩვენმა ბიჭებმა დასახული ამოცანა სათანადოდ შეასრულეს და ყველაფერი კარგად მიდიოდა, ბოლოს კი მსაჯი შეცდა. ჩვენ ვთვლით, რომ პენალტი არ უნდა დაენიშნა.

იურაი იარაბეკი: მივესალმები ჟურნალისტებს. ვფიქრობ კარგი თამაში ჩატარდა. ორივე გუნდი საკმაოდ იყო მობილიზირებული. მინდა აღვნიშნო, რომ ტორპედომ ჩვენს მოედანზე ითამაშა- ფეხბურთი. პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით. შესვენებაზე მეტი კონცენტრაციისკენ მოვუწოდე ფეხბურთელებს. პენალტის შემდეგ ვა ბანკზე წავედით და 3 მცველზე გადავერთეთ. ბიჭებმა მოუმატეს და საბოლოოდ მოვიგეთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024