ჩვენი გუნდის კაპიტანმა- ალექსანდრე იაშვილმა თავისი მრავალწლიანი კარიერა მშობლიურ- დინამო თბილისში დაასრულა. ბოლო სეზონში იაშკამ 6 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა მიითვალა. სტატისტიკა მოიცავს საქართველოს უმაღელს ლიგას, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებას და საქართველოს სუპერთასს. სულ კი დინამოს ლურჯ-თეთრი მაისურით ალექსანდრე იაშვილმა 113 შეხვედრა გამართა და 90 გოლი გაიტანა.