• Geo
  • Eng
11.04.2016
დუბლების მორიგი გამარჯვება

თბილისში ავაზას სტადიონმა დუბლების პირველობის 24- ე ტურის მატჩს უმასპინძლა. დინამოს დუბლები მორიგ კალენდარულ შეხვედრაში ცხინვალის დუბლებს დაუპირისპირდა. ლევან გვანცელაძის გუნდმა მიჯრით მესამე შეხვედრაში იმარჯვა და სატურნირო ცხრილში 50 ქულა დააგროვა. თავად მატჩი თბილისელთა დიდი სათამაშო უპირატესობით წარიმართა, თუმცა სტუმრებმა მხოლოდ სამი გოლის გატანა მოახერხეს. პირველ ნახევარში მიქელთაძემ და ლილუაშვილმა მე- 20 და 34- ე წუთებზე აიღეს მასპინძელთა კარი. მეორე ტაიმში კი გუნდებმა თითო ზუსტი დარტყმა გაცვალეს. მატჩის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე ცხინვალმა შეამცირა ანგარიში, ხოლო ბოლო წუთზე ფოჩხუამ საბოლოო შედეგი 1:3 დააფიქსირა.

 

დინამოს სარეზევო შემადგენლობა 14 აპრილს ზუგდიდში, ადგილობრივი გუნდის დუბლებს გადადებული ტურის შეხვედრაში დაუპირისპირდება.

 

ცხინვალი დუბლები 1:3 დინამო დუბლები

დინამო დუბლები: ისიანი, კაპანაძე, ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, ნემსაძე, ბაშალეიშვილი, ნინუა, ჩაკვეტაძე, ზარია, მიქელთაძე, ლილუაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: გოგილაშილი, კობოური, კუცია, ყურაშვილი, ფოჩხუა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024