• Geo
  • Eng
31.05.2016
დინამოელები მაისის თვის სიმბოლურში

სპორტულმა გამოცემა ლელომ შეაჯამა ეს თვე და საქართველოს ჩემპიონატის მაისის თვის სიმბოლური გუნდი დაასახელა. რჩეული თერთმეტი ფეხბურთელის სიაში გამოცემამ დინამო თბილისიდან- ალექსანდრე ამისულაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი და გიორგი ქვილითაია შეიყვანა. თვის საუკეთესო მწვრთნელად ლელომ თბილისელთა სლოვაკი თავკაცი- იურაი იარაბეკი მიიჩნია. საუკეთესო ფეხბურთელი კი ჩვენი გუნდის ნახევარმცველი- ვახტანგ ჭანტურიშვილი გახდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024