დღეს, თურქულ შეკრებაზე მყოფი დინამოელები კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს გამართავენ. ჩვენი გუნდი რუსეთის პირველი ლიგის მეთორმეტე ადგილზე მყოფ ნალჩიკის სპარტაკს დაუპირისპირდება. მალხაზ ჟვანიას გადაწყვეტილებით დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას იმ ფეხბურთელთა უმრავლესობა მიიღებს, რომელთაც მიმდინარე საწვრთნელ შეკრებაზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად შედარებით ნაკლები სათამაშო დრო მიეცათ.
დინამო თბილისისა და ნალჩიკის სპარტაკის დაპირისპირება თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.