• Geo
  • Eng
08.02.2014
მზადების მეცამეტე დღე

7 თებერვალს დინამოს მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა. თურქული შეკრების მეცამეტე  დღეს კი  დინამოელები ორ ვარჯიშს ჩაატარებენ. სასტუმრო ტიტანიკ დელუქსის სპორტულ მოედანზე გამართულ დილის  ვარჯიშზე ძირითადი ყურადღება სისწრაფეებზე მუშაობას დაეთმო. წვრთნის პირველ ნაწილში რიკარდო დე ვივომ ძირითადი აქცენტი სწორედ ამ კომპონენტის გაუმჯობესებისთვის განკუთვნილ ვარჯიშებზე გააკეთა. ვარჯიშის ბოლო ნაწილი კი ორკარას დაეთმო. გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა გიორგი მერებაშვილიმა. თორნიკე გორგიაშვილი და ირაკლი მოდებაძე ინდივიდუალურად ემზადებოდნენ, მაგრამ სავარაუდოდ შეკრების ბოლო სპარინგში, 10 თებერვალს ნებითჩის წინააღმდეგ თამაშს შეძლებენ.  გიორგი ლორიამ კი დილით სატრენაჟორო დარბაზში იმუშვა, საღამოს კი ფიზმომზადების მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ ივარჯიშებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024