დასრულებული 2015/2016 წლების სეზონის შემდეგ, რომელშიც დინამომ სუპერთასი, თასი და ჩემპიონატი მოიგო, წარმოგიდგენთ თბილისური გუნდის სტატისტიკას. დინამომ ეროვნულ ასპარეზზე 38 შეხვედრა ჩაატარა. გაიტანა 86 და საკუთარ კარში 31 გოლი მიიღო.
გატანილი გოლების 34% ჩვენი გუნდის 11 ნომერმა გაიტანა. გიორგი ქვილითაიამ დასრულებულ სეზონში 29- ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. 15 გოლი ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. 7- ჯერ ვახტანგ ჭანტურიშვილმა დაამწუხრა მეტოქე და 6-6 გოლი ალექსანდრე იაშვილისა და გიორგი გურულის ანგარიშზეა. ყველაზე მეტი- 37 მატჩი ჩაატარა გიორგი ქვილითაიამ. 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ჯაბა ჯიღაურმა, 35- ში ლაშა პარუნაშვილმა, ხოლო 34- ში ოთარ კიტეიშვილმა. გუნდის კაპიტანმა- ალექსანდრე იაშვილმა 31- ჯერ მოირგო ლურჯ-თეთრი ფორმა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა კი 30- ჯერ. სათამაშო მინდორზე გატარებულ ყველაზე მეტ დროს რაც შეეხება, ამ სტატისტიკაში ჯაბა ჯიღაური ლიდერობს 2776 წუთით, რომელმაც 5 წუთით აჯობა ლაშა პარუნაშვილს. გიორგი ქვილითაიამ 2566 წუთი დაჰყო მინდორზე, ალექსანდრე იაშვილმა 2411, ხოლო ვახტანგ ჭანტურიშვილმა 2398.
ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში 61 ყვითელი ბარათი მიიღეს. ყველაზე მეტჯერ არბიტრებმა ვახტანგ ჭანტურიშვილი გააფრთხილეს. ჩვენი გუნდის შემტევ ნახევარმცველს 11- ჯერ უჩვენეს ყვითელი ბარათი. 7 ყვითელი ბარათი ბრაზილიელმა ლეგიონერმა- რენე ფერეირამ მიიღო. 6-6 გაფრთხილება მსაჯებმა ლაშა პარუნაშვილს და ალექსანდრე იაშვილს მისცეს. წითელი ბარათი სეზონის მანძილზე ექვსმა დინამოელმა- გიორგი ბეგაშვილმა, ოთარ კაკაბაძემ, რენე ფერეირამ, გიორგი გველესიანმა, ნიკოლოზ გელაშვილმა და ბექა მიქელთაძემ მიიღეს.