• Geo
  • Eng
04.06.2016
დინამოელები ახალგაზრდულ ნაკრებებში

გუშინ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში შვედეთის 21 წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდა. უდევალში გამართული მატჩი დრამატული სცენარით განვითარდა და საბოლოოდ ახალგაზრდა ჯვაროსნების მარცხით 2:3 დასრულდა. მასპინძლებმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე- 5 წუთზე გაიტანეს. საქართველოს ნაკრებიდან თავის გამოჩენა დინამოელებმა- ოთარ კიტეიშილმა (ჯვაროსნების კაპიტანი) და იჯარით სამტრედიაში გადასულმა- ბაჩანა არაბულმა შეძლეს. კიდევ ერთი ჩვენი გუნდის ფეხბურთელი- გიორგი თევზაძე, მოედანზე მატჩის ბოლოსკენ შევიდა.

დღეს კი საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები გიორგი ყიფიანის ხელმძღვანელობით უკრაინის ნაკრებს შეხვდება. დინამოელები ამ ამხანაგურ მატჩშიც მიიღებენ მონაწილეობას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024