• Geo
  • Eng
12.06.2016
ჭაბუკთა ლიგა გადამწყვეტ ეტაპს მიუახლოვდა

ჭაბუკთა ლიგაში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. დინამოელთა 15 და 17 წლამდელმა გუნდებმა ერთნაირი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს ვიტ ჯორჯია, თუმცა 15 წლამდელებმა ეს უბრძოლველად გამოუვიდათ. მეტოქის გამოუცხადებლობის გამო მათ ტექნიკური მოგება ანგარიშით 3:0 დაუფიქსირდათ. 32 მატჩიდან ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა 80 ქულა დააგროვა და აღმოსავლეთ ზონის სატურნირო ცხრილი მეორე ადგილზე დაასრულა. ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში 15 ივნისს დინამოელები დასავლეთ ზონის გამარჯვებულ- სამტრედიას პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან. 17 წლამდე დინამოელებმა ვიტ ჯორჯიას თამაშითაც აჯობეს და სამი გოლიც გაუტანეს. თავის გამოჩენა გოგილაშვილმა, ფოჩხუამ და თაგვაშვილმა მოახერხეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა საბოლოოდ 78 ქულა დააგროვა, აღმოსავლეთ ზონის სატურნირო ცხრილი პირველ ადგილზე დაასრულა და ტროფეის მოსაპოვებლად ნახევარფინალში 15 წლამდელების დარად, დასავლეთ ზონის მეორეადგილოსან სამტრედიას შეხვდება.

 

დინამო U15  3:0 (ტ.მ.)  ვიტ ჯორჯია U15

დინამო U17  3:0  ვიტ ჯორჯია U17

დინამო U17: ისიანი, ღვინიაშვილი, დიდებაშვილი, კალხიტაშვილი, ცერცვაძე, ყურაშვილი, ბაბუნაძე, დავითაშვილი, გოგილაშვილი, კუცია, ფოჩხუა

შეცვლაზე შევიდნენ: მამარდაშვილი, თაგვაშვილი, ლურსმანაშვილი, გურასაშვილი, სეიდოვი, ერგემლიძე

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024