• Geo
  • Eng
13.06.2016
დინამო შეკრებაზე 20 ივნისს გაემგზავრება

დღეს დინამო თბილისი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა და იურაი იარაბეკმა შესვენების შემდეგ პირველი ვარჯიში გამართა. გუნდთან ერთად ივარჯიშეს გიორგი ლომაიამ, დავით ვოლკოვმა და თორნიკე კირკიტაძემ. გიორგი პაპუნაშვილს მიკრო ტრავმა აწუხებს და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. თბილისელებს დღევანდელ წვრთნაში ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები აკლდა. გუნდს უცხოელი ახალწვეულები უახლოეს დღეებში შეუერთდებიან. 20 ივნისს კი დინამო ავსტრიულ დაბა სენტ იოჰანში შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც სასტუმრო Alpenhotel Kaiserfels- ში დაბინავდება. შეკრებაზე ჩვენი გუნდი 4 სპარინგ შეხვედრას გამართავს. 23 ივნისს დინამოელები ვარშავის ლეგიას დაუპირისპირდებიან, 26- ში ჩვენი სპარინგ პარტნიორი რაზგრადის ლუდოგორეცი იქნება, 29 ივნისს დინამო მაქაბი ჰაიფას შეხვდება და 4 ივლისს ბოლო სპარინგი კიევის დინამოს წინააღმდეგ გაიმართება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024