დღეს სფფ- ს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ქვეჯგუფებისა და კალენდრის წილისყრა გაიმართა. გარდამავალ ჩემპიონატში გუნდები ორ 7-7 გუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. დინამო თბილისი თეთრ ჯგუფში იასპარეზებს და მეტოქეობას დედაქალაქელებს- ლოკომოტივი თბილისი, ტორპედო ქუთაისი, საჩხერის ჩიხურა, ლანჩხუთის გურია, ცხინვალი და ქობულეთის შუქურა გაუწევენ. გარდამავალი ჩემპიონატი სტარტს 7 აგვისტოს აიღებს, თბილისელები კი პირველ ტურში, ივანწმინდაში ჩიხურას შეხვდებიან.