• Geo
  • Eng
23.04.2016
დუბლებმა ფოთში იმარჯვეს

დღეს ფოთში, ფაზისის სტადიონზე დუბლების ჩემპიონატის 26- ე ტურის შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი კოლხეთის დუბლებმა დინამო თბილისის სარეზერვო შემადგენლობა მიიღეს. მატჩი, რომელიც რბილად რომ ვთქვათ - არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ მოედანზე ჩატარდა, ხშირი ფიზიკური ორთაბრძოლებით აღინიშნა. პირველი თანაბარი ტაიმის შემდეგ, რომელშიც გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს, დინამოელებმა მეორე ნახევარში სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს და კიდევ ორი გოლი გაუტანეს მასპინძლებს. ბექა მიქელთაძემ პაექრობაში ჰეთ თრიქი შეასრულა. ლევან გვანცელაძის გუნდმა ამ მოგებით 26 მატჩიდან 56 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს დინამოს დუბლები სამტრედიაში, სამტრედიის სარეზერვო შემადგენლობასთან ჩაატარებენ. აღნიშნული შეხვედრა 28 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა სხვა და სხვა ასაკობრივ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების მიზეზით, მატჩი 5 მაისს შედგება.

 

კოლხეთი დუბლები  1:3  დინამო დუბლები

დინამო დუბლები: კულუა, კაპანაძე, ქაფიანიძე, ნინუა, ნემსაძე, ყურაშვილი, ხარაბაძე, ბაშალეიშვილი, მიქელთაძე, გოგილაშვილი, ლილუაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ზარია, სილაგაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024