1 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი გამართა. შეხვედრა გია გეგუჩაძის გუნდის უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის 39- ე წუთზე ზუსტი დარტყმა ნიკა კაჭარავამ ჩაიწერა აქტივში. დინამო თბილისიდან 21 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მათე ცინცაძემ და ოთარ კიტეიშვილმა 90 წუთი დაჰყვეს მინდორზე. მომდევნო და შესარჩევში ბოლო მატჩს ახალგაზრდა ჯვაროსნები 6 სექტემბერს ზესტაფონში ჩაატარებენ და ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებენ.
*ფოტო სფფ- ს ვებ გვერდიდან