დღეს დინამო არენას მედია დარბაზში ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა- რომან ფიფიამ პრესკონფერენცია გამართა. პრეზიდენტმა ჟურნალისტებს კლუბში მომხდარი ცვლილებების შესახებ ამცნო. გუნდი დაემშვიდობა და წარმატებები უსურვა მიხეილ ხუციშვილს, ლევან ზუხბაიას და მიხეილ ჯიშკარიანს. დინამო თბილისის სპორტულ მენეჯერად კი რომან ფიფიამ ლევან გაბრიჩიძე წარადგინა. ასევე გახდა ცნობილი, რომ გუნდი დატოვა სამმა ლეგიონერმა- მიკელ ალვარომ, მატია შპიჩიჩმა და მათიას კურიემ. ახალ წლამდე დედაქალაქურ გუნდში რჩებიან მთავარი მწვრთნელი- იურაი იარაბეკი და მეკარე- ანტონი სკრიბე.