საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა ლიტვის 19 წლამდელთა კრებულთან. პირველი მატჩისგან განსხვავებით, ჭაბუკმა ჯვაროსნებმა მთელი შეხვედრა დამაჯერებლად წარმართეს და სამი უპასუხო გოლით დაჯაბნეს სტუმრები. საღრიშვილმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც კვანტალიანის ანგარიშზეა. გიორგი ყიფიანმა ძირითად შემადგენლობაში ოთხი დინამოელი- ისიანი, ლოჩოშვილი, ფოჩხუა და ცაკვეტაძე ათამაშა. შეცვლაზე კი- კობოური, ნინუა და გოგილაშვილი შევიდნენ.