• Geo
  • Eng
09.09.2016
ალექსანდრე ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

დინამო თბილისის 34 წლის კაპიტანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან დღეს ამცნო საზოგადოებას, მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის გულშემატკივარს და წარმატებები უსურვა თანაგუნდელებს. 5 სექტემბერს დინამო არენაზე ავსტრიის წინააღდმეგ გამართული შეხვედრა ბოლო გამოდგა ეროვნული გუნდის მაისურით საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნისთვის. ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერა 19 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ 50 მატჩი ჩაატარა ქვეყნის უპირველეს გუნდში. თურქეთთან ოფიციალურ შეხვედრაში, ხოლო ლუქსემბურგთან, ასევე ალბანეთთან ორ სხვადასხვა ამხანაგურ დაპირისპირებაში სულ 4 გოლის გატანაც მოახერხა. ამისულაშვილი დინამო თბილისის რიგებში აგრძელებს საკლუბო კარიერას და ემზადება უმაღლესი ლიგის მორიგი ტურის მატჩისთვის.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024