• Geo
  • Eng
02.08.2016
სუპერ... ევროპა!!! - ივო შუშაკი დინამო თბილისის აკადემიაზე

საქართველოს და ხორვატიის ჩემპიონების მატჩზე დასასწრებად, სხვა სტუმრებთან ერთად თბილისში იმყოფება დინამოს ყოფილი მწვრთნელი, ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ივო შუშაკი.

ის ამჟამად დინამო ზაგრების ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მთავარი მწვრთნელია. ხორვატმა სპეციალისტმა პირველ აგვისტოს დინამო თბილისის აკადემია მოინახულა და აღფრთოვანება ვერ დამალა ნანახით.

- სუპერ... ევროპა!!! -  ასეთი შეძახილით გამოხატა ივო შუშაკმა თავისი ემოცია.

- დინამოს აკადემია სრულად აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს, მსგავსი ინფრასტრუკტურის ბავშვთა საფეხბურთო ცენტრები არა თუ ხორვატიაში, მერწმუნეთ ბევრი წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების კლუბები ინატრებდნენ.

ძალიან კარგია, რომ დინამო თბილისის პრეზიდენტი რომან ფიფია, ასეთ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდების აღზრდას. ეს მომავალი წარმატებების საწინდარია, რაც მე უსაზღვროდ გამახარებს, ჩემი გულის ნაწილი ხომ სამუდამოდ დინამოშ დავტოვე - აღნიშნა ივო შუშაკმა.

http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/94826-super-evropa-ivo-shushaki-thbilisis-qdinamosq-akademiaze.html

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024