თბილისელები განაგრძობენ მზადებას ავსტრიულ დაბა სანტ იოჰანში. მზადების მესამე დღეს დინამოელებმა დილით გამძლეობაზე ივარჯიშეს, შემდეგ კი იურაი იარაბეკმა ფეხბურთელები სათამაშო მოედანზე დატვირთა და ტაქტიკური მეცადინეობა ჩაუტარა. ხვალ დინამო ავსტრიული შეკრების პირველ სპარინგს გამართავს. ჩვენი გუნდი ვარშავის ლეგიას ინსბრუკის დაბა- ნოიშტიფტში დაუპირისპირდება, მატჩი კი თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ჩვენს ვებ გვერდზე დაგეგმილია აღნიშნული შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ჩვენება.