• Geo
  • Eng
05.08.2016
იურაი იარებეკმა წილისყრა შეაფასა

დღეს ნიონში უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფში დინამო თბილისის მეტოქე გაირკვა. ჩვენი გუნდი ორმატჩიან დუელში ბერძნულ პაოკს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა თბილისში 18 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო მატჩი კი თესალონიკში 25 აგვისტოს შედგება. წილისყრის შემდეგ დინამოს სლოვაკ თავკაცს- იურაი იარაბეკს კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

იურაი იარაბეკი: კარგად ვიცნობ პაოკს. საკმაოდ ძლიერი გუნდია. როდესაც სპარტაკ ტრნავას მწვრთნელი გახლდით, მომიწია მათთან პაექრობა და ორივე მატჩი დავთმე. მას შემდეგ პაოკმა რამენიმე ძლიერი მოთამაშე გაყიდა, თუმცა ნამატიც საკმაოდ სერიოზული აქვთ, რაც მათი მიზნებიდან არის გამომდინარე. პაოკი ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს და ევროპა ლიგის ჯგუფში ასპარეზობა გვსურს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024