დინამო თბილისის მეორე გუნდმა ამხანაგურ შეხვედრა პირველ ლიგაში მოასპარეზე გორის დილას სარეზერვო გუნდთან ჩაატრა. მატჩი ვიტალი დარასელიას სახელობის დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის მოედანზე გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 4:1 დასრულდა. დინამოელთაგან ორი გატანილი გოლით გამოირჩა ერისთავი, თითო გოლი კი ჯიშკარიანმა და თათხაშვილმა გაიტანეს.
დინამო–2 აღნიშნულ შეხვედრაში შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
კულუა, მიქავა (თათხაშვილი), ჯაფიაშვილი, კისილიოვი (ციცხვაია), სამხარაძე, კვეკვესკირი, დიასამიძე (ქაჯაია), მახარობლიძე, ჯიშკარიანი, გიორგი გურეშიძე (წილოსანი), ერისთავი
დინამო–2 მორიგ საკონტროლო შეხვედრას 14 თებერვალს ცხინვალის სპარტაკის სარეზერვო გუნდის წინააღმდეგ გამართავს.