• Geo
  • Eng
11.02.2014
დუბლები ბენდელას ნახევარფინალში გავიდნენ

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე ბენდელას თასის გათამაშების მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს დინამოს სარეზერვო შემადგენლობა და ცხინვალის სპარტაკი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და კახი გოგიჩაიშვილის შეგირდების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის დებიუტში მე-5 წუთზე სტუმრებმა მოახერხეს ანგარიშის გახსნა. კონსტანტინე გაბაშვილმა ზუსტი დარტყმით დაასრულა თავისი გუნდის შეტევა - 0:1. 32- ე წუთზე კი ცოტნე მესხმა აღადგინა წონასწორობა 1:1. მთლიანობაში კი პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

შეხვედრის მეორე ნახევარი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა, რაც 59- ე წუთზე გატანილ გოლში აისახა. თავის გამოჩენა კობახიძემ მოახერხა. დინამოელებს კიდევ შეეძლოთ სხვაობის გაზრდა, თუმცა ანგარიში მატჩის ბოლომდე  აღარ შეცვლილა. კახი გოგიჩაიშვილის გუნდმა გაიმარჯვა 2:1 და კვირას 16 თებერვალს, ნახევარფინალში სკ ქუთაისს დაუპირისპირდება.

დინამო TV გთავაზობთ დღევანდელი შეხვედრის ამსახველ სიუჟეტს.

გოლები:  0:1 გაბაშვილი 5’  1:1 ც. მესხი 32’  2:1 კობახიძე 59’

დინამოს დუბლები: კულუა, თევზაძე, ნემსაძე, გურეშიძე, კაპანაძე, კვარაცხელია, ც. მესხი, მაჭავარიანი, ა. მესხი, კვერნაძე, კობახიძე

შეცვლაზე შემოვიდნენ: ვეკუა, კიტოვანი, გალდავაძე, მურუსიძე, კახნიაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024