• Geo
  • Eng
10.02.2014
დინამომ შეკრება გამრჯვებით დაასრულა

ანთალიური შეკრების ბოლო მატჩში დინამოელები თურქმენთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, 2012 წლის ჩემპიონს და თასის მფლობელს და ბოლო პირველობის ვერცხლის პრიზიორს ნებითიჩის /ბალკანს/ დაუპირისპირდნენ. გუნდმა, რომელსაც თურქმენეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რაჰიმ ყურბანმამედოვი ავარჯიშებს, 2013 წელს აზიის კონფედერაციის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში გაიმარჯვა - პრეზიდენტის თასი მოიგო. მეტოქის წარმომადგენელთა ცნობით, ანთალიაში თურქმენები 6 თებერვალს რუსთავის მეტალურგს შეხვდნენ და 2:0 მოიგეს.  დღევანდელ შეხვედრაში დინამომ ოპტიმალურთან მიახლოვებული შემადგენლობით ითამაშა. გუნდს ტრავმირებული გიორგი ლორია და ირაკლი მოდებაძე აკლდნენ. მატჩი დინამოელებმა 3:1 მოიგეს. მე-6 და 88-ე წუთებზე ჩისკომ, 30-ე წუთზე კი თავისსავე დარტყმული 11 მეტრიანის დამატებაზე მერებაშვილმა გაიტანა. მეტოქემ  ჩვენი კარის აღება 59-ე წუთზე  შეძლო. დინამოელებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს.

დაუშვილი, პაპავა, ხიდეშელი /60-რეხვიაშვილი/, გველესიანი, კვირკველია, პაპუნაშვილი, ძარია, ჯანელიძე /70-ცინცაძე/, ჩისკო, ვუო /78-გორგიაშვილი/, მერებაშვილი /46-გოგა/

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024