დღეს დინამოელებმა კირხდორფში მორიგი ვარჯიში ჩაატარეს. ავსტრიული შეკრება დასასრულს უახლოვდება. ხვალ ჩვენი გუნდი შეკრების მეხუთე მატჩში დინამო კიევს დაუპირისპირდება, თამაში თბილისის დროით 20.00 საათზე დაიწყება. 5 ივლისს კი დინამოელები თბილისში დაბრუნდებიან და ადგილზე გააგრძელებენ მზადებას 12 ივლისს ჩასატარებელი მატჩისთვის. შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამოელთა მეტოქეს სანტა კოლომასა და ალაშკერტის დაპირისპირება გამოავლენს.