• Geo
  • Eng
09.07.2016
დინამო - ალაშკერტს სებასტიან კოლტესკუ განსჯის

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი დინამო არენაზე გამართავს და ალაშკერტს უმასპინძლებს, რუმინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 39 წლის- სებასტიან კოლტესკუ იქნება. მთავარ არბიტრს ასისტენტობას- რადუ გინგულაკი და მირჩა გრიგორიუ გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს- გეორგე გამანი შეასრულებს. უეფას დელეგატი, ჩეხეთიდან- პატრიკ ფილიპეკი იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი- ალექსეი სპირინი რუსეთიდან.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც სებასტიან კოლტესკუმ იმსაჯა 4 ივნისს, რუმინეთის ლიგა 2- ში გამართული ბატრანა 4:1 დუნარეაა. აღნიშნულ მატჩში არბიტრს ფეხბურთელები არ გაუფრთხილებია.

სებასტიან კოლტესკუმ 2014 წელს საქართველოსა და ლიხტენშტეინის 17 წლამდე ნაკრებთა მატჩში იმსაჯა. შეხვედრა ქართველების გამარჯვებით 3:0 დასრულდა. 2013- ში კოლტესკუ გახლდათ ირლანდიასა და საქართველოს ეროვნულ ნეკრებებს შორის გამართული მატჩის რეფერი. შეხვედრა ირლანდიის გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის სებასტიან კოლტესკუს მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

სებასტიან კოლტესკუ (39 წლის)

========================================================================

ლიგა 1 და ლიგა 2 - 164 თამაში / 799 ყვითელი / 79 წითელი / 41 პენალტი

რუმინეთის თასი - 4 თამაში / 10 ყვითელი / 2 წითელი / 0 პენალტი

რუმინეთის ლიგის თასი - 2 თამაში / 2 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა ევროპა ლიგა - 2 თამაში / 5 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა ჩემპიონთა ლიგა - 1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა ახალგაზრდული ჩემპ. ლიგა - 2 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა U-17 ჩემპიონატი - 4 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა U-19 ჩემპიონატი - 2 თამაში / 9 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი

უეფა U-21 ჩემპიონატი - 1 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა ამხანაგური - 2 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024