• Geo
  • Eng
28.05.2016
დინამოელები საქართველოს ნაკრებში

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ველსში, რენერ არენაზე ჯვაროსნებს მეტოქეობა სლოვაკეთის ნაკრებმა გაუწია და ჩვენი გუნდი 3:1 დაამარცხა. ერთადერთი გოლი სლოვაკთა კარში ლევან ყენიამ გაიტანა. ამ შეხვედრაში სამ დინამოელის- ვახო ჭანტურიშვილს, ჯაბა ჯიღაურს და გიორგი ქვილითაიას სანაკრებო დებიუტი შედგა. პირველივე წუთებიდან მოედანზე ოთარ კაკაბაძე და ვახო ჭანტურიშვილი იმყოფებოდნენ. შეცვლაზე კი ალექსანდრე ამისულაშვილი, ჯაბა ჯიღაური და გიორგი ქვილითაია შევიდნენ. მომდევნო შეხვედრას ჯვაროსნები 3 ივნისს რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ, ბუქარესტში ჩაატარებენ.

 

2 და 4 ივნისს საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები 2 ამხანაგურ შეხვედრას უკრაინის ნაკრებთან გამართავს. გიორგი ყიფიანმა აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან 6 ფეხბურთელს უხმო. უკრაინელების წინააღმდეგ სათამაშოდ ლევან ისიანი, დავით კიკალიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, ლუკა ქაფიანიძე და ლუკა ფოჩხუა მოემზადებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024