საქართველოს ეროვნული ნაკრები 6 და 9 ოქტომბერს, შესაბამისად ირლანდიასა და უელსში, ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებებთან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს გამართავს. ვლადიმერ ვაისმა აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობისთვის დინამო თბილისიდან უჩა ლობჟანიძე, ვლადიმერ დვალიშვილი, ჯაბა ჯიღაური, გიორგი პაპუნაშვილი და ლაშა პარუნაშვილი მიიწვია.