ჭაბუკთა ლიგაში მეხუთე ტურის შეხვედრები ჩაატარეს დინამოს აკადემიის გუნდებმა. თბილისელები კახეთში ჰერეთს დაუპირისპირდნენ და ორივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვეს. დინამოს 15 წლამდელთა შემადგენლობამ დიდი უპირატესობით აჯობა მასპინძლებს და არასაფეხბურთო ანგარიშით 14:0 დაამარცხა ჰერეთი. იაკობიძემ პოკერი შეასრულა, ჯანგველაძემ ჰეთ თრიქი, მოისწრაფიშვილმა დუბლი, თითო გოლი კი ჩარკვიანმა, აზაროვმა, ლომთაძემ, ფაცურიამ და ჭავჭანიძემ გაიტანეს. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი 5 ჩატარებული მატჩიდან მოპოვებული 5 გამარჯვებით და ბურთების შეფარდებით 37/2 სატურნირო ცხრილში ლიდერობს. შედარებით მოკრძალებული ანგარიშით - 3:0 იმარჯვეს 17 წლამდელებმაც. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდები მთელი შეხვედრის მანძილზე დიდ უპირატესობას ფლობდნენ. გოლები კი ჯიჭონაიას, უგრეხელიძის და ლურსმანაშვილის ანგარიშზეა. 17 წლამდე დინამოელები 4 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 9 ქულით გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე არიან.
U15 ჰერეთი 0:14 დინამო
U15 დინამო: კუტალაძე, თუდები, ჭავჭანიძე, ჯანგიძე, ქველაძე, მაღალდაძე, ჩარკვიანი, ლომთაძე, იაკობიძე, მოისწრაფიშვილი, აზაროვი
შეცვლაზე შევიდნენ: გოდერძიშვილი, ფაცურია, წაქაძე, ისმაილი, ჯანგველაძე
U17 ჰერეთი 0:3 დინამო
U17 დინამო: თვალოძე, გაბელაია, დიდებაშვილი, ძოწენიძე, გაბიტაშვილი, ლურსმანაშვილი, ჩიქოვანი, გულდედავა, ხარშილაძე, უგრეხელიძე, ჯიჭონაია
შეცვლაზე შევიდნენ: ცერცვაძე, ლომიძე, ობოლაძე, სილაგაძე